პრესრელიზი
12 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ნინო ელბაქიძე
893 617140
"42-ე მუხლმა" პროექტის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია გამართა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 ნოემბერი, 2010 - საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლისათვის" კვლავ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება და ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ამ კუთხით საქმიანობას.
11 ნოემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" ორგანიზაციამ პროექტის "საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა" ახალი მიმართულებების პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული პროექტის 2007 წლიდან ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანასური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია Qსაქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საკონსტიტუციო სარჩელებისა და ამიკუს-კოურეის მომზადება სასამართლოს მეგობრის რანგში; გაიმართება აგრეთვე იურისტებისთვის ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და მრგვალი მაგიდები; მოხდება იურიდიული კონსულტაციების გაწევა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის.
პროექტში პარტნიორად ჩართულია ორგანიზაცია Interights .